Saturday, May 4, 2019

ჰავაის კუნძულებზე კაცი ვულკანის კრატერში ჩავარდა და ცოცხალი გადარჩა

ჰავაის კუნძულებზე კაცი ვულკანის კრატერში ჩავარდა და ცოცხალი გადარჩა. ინციდენტი ვულკან კილაუეაზე მოხდა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

CBS-ის ინფორმაციით, 32 წლის კაცმა კრატერთან ახლოს აღმართული რკინის ღობე გადალახა და ვულკანის დათვალიერებისა და სელფის გადაღების მიზნით კრატერის პირზე მივიდა.
თვითმხილველების თქმით, მას ფეხქვეშ მიწა გამოეცალა და კრატერში, 21 მეტრის სიღრმეზე ჩავარდა.
კაცი ფერდობზე მოჭიდება შეძლო, რის გამოც ლავაში აღმოჩენას გადაურჩა. ადგილიდან ის მაშველებმა ამოიყვანეს. დაშავებული მძიმე ტრავმებით კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას. 

No comments:

Post a Comment