Sunday, May 12, 2019

გერმანიის მოქალაქეები სამსახურს სხვა ქვეყნებში ეძებენ

ევროპის სტატისტიკის სააგენტოს Eurostat-ის მონაცემებით, გერმანიიდან 2018 წელს მეზობელ ქვეყნებში სამუშაოს საძებნელად 282 100 მოქალაქე გავიდა, - წერს Deutsche Welle

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მთლიანად ევროკავშირში შრომითი მიგრანტების რაოდენობამ 2,15 მილიონი ადამიანი შეადგინა. შრომითი მიგრაცია მაღალია პოლონეთიდან. ამ ქვეყნიდან ევროკავშირის ქვეყნებში სამუშაოს რეგულარულად დააახლოებით 214 400 მოქალაქე ეძებს.
რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად გერმანიის მოსახლეობა 2018 წლის ბოლოსათვის 83 მილიონამდე გაიზარდა, რაც 200 ათასით მეტია 2017 წელთან შეადრებით.
გერმანიის გაერთიანების შემდეგ, ეს არის ახალი რეკორდული მაჩვენებელი, რაც ნაწილობრივ განპირობებულია იმიგრაციის ზრდით.
1990 წლის 2 ოქტომბერში დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის გაერთიანების შემდეგ ერთიანი ქვეყნის მოსახლეობამ 79,3 მილიონ ადამიანს შეადგინა. 
Eurostat -ის მონაცემებით, გერმანიაში ყველაზე მაღალი ხელფასი ექიმებს, ინჟინრებს და ეკონომისტებს აქვთ. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment