Sunday, October 1, 2017

ბარსელონის მერმა ესპანეთის მთავრობის მეთაურს გადადგომისკენ მოუწოდა

ბარსელონის მერმა ადა კოლაუმ განაცხადა, ესპანეთის ხელისუფლებას ეშინია და ამიტომ აავსო ქალაქის ქუჩები პოლიციის დანაყოფებით. მან ესპანეთის მთავრობის მეთაურს მარიანო რახოის გადადგომისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ბარსელონას მერმა Twitter-ზე დაწერა. 
მისი თქმით, პოლიციამ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის გამოყენება უნდა შეწყვიტოს. 
კატალონიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პოლიციასთან შეტაკებების შედეგად 38 ადამიანი დაშავდა. „ექსტრემალურმა სამსახურებმა ესპანურ პოლიციასთან შეტაკებების შედეგად დაშავებულ 38 ადამიანს აღმოუჩინეს დახმარება. მათგან 35-მა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, 3-მა კი საშუალო სიმძიმის,“- ნათქვამია ჯანდაცვის უწყების განცხადებაში. 
კატალონიის დედაქალაქ ბარსელონაში ესპანეთის პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენა. შეტაკება ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან მოხდა, სადაც კატალონიელები დამოუკიდებლობის რეფერენდუმში მონაწილოებისთვის შეიკრიბნენ. 
კატალონიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმში მონაწილეობისთვის კენჭისყრა დაიწყო. რეფერენდუმი ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათზე დასრულდება. 
ესპანეთის პოლიციამ და სამოქალაქო გვარდიამ კატალონიის რეფერენდუმისთვის განკუთვნილი საარჩევნო ურნების და ბიულეტინების ჩამორთმევა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ხუან იგნასიო სიოდომ  დაადასტურა.
კატალონიაში რეფერენდუმის მომხრეებმა გასულ ღამით იმ სკოლების შენობები დაიკავეს, სადაც დღეს კენჭისყრა უნდა ჩატარდეს. 
ესპანეთის ხელისუფლებამ, კატალონიაში 2,315 საარჩევნო უბნიდან, 1,3 ათასამდე დაბლოკა. 
კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმის შესახებ კანონი 7 სექტემბერს  მიიღო. 
რეფერენდუმზე მოსახლეობა გადაწყვეტს - უნდათ თუ არა რეგიონის დამოუკიდებლობა. რეფერენდუმი ტარდება მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, შეჩერებულიყო ყველა პროცესი. სწორედ ამიტომ, ესპანეთის ხელისუფლება ამ რეფერენდუმს უკანონოს უწოდებს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment