Sunday, October 1, 2017

კატალონიაში რეფერენდუმზე კენჭისყრა დაიწყო

კატალონიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმში მონაწილეობისთვის კენჭისყრა დაიწყო. გამოცემა Vanguardia-ს ცნობით, ესპანეთის პოლიცია საარჩევნო უბნებში შედის. სამართალდამცველები ამას უბნებზე ადგილობრივი პოლიციის არყოფნის გამო აკეთებენ. ბარსელონას თავზე კი ესპანეთის ეროვნული გვარდიის ვერტმფრენი პატრულირებს. 
რეფერენდუმი ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათზე დასრულდება. კატალონიის ავტონომიის ხელისუფლებამ მოქალაქეებს რეფერენდუმში მონაწილეობის მიღების უფლება ნებისმიერ საარჩევნო უბანზე მისცა, მათ შორის მადრიდშიც. როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, ყველას უნდა ჰქონდეს ხმის მიცემის საშუალება. ეს გადაწყვეტილება საარჩევნო უბნების გახსნამდე ერთი საათით ადრე მიიღეს. ამისთვის სპეციალური მობილური აპლიკაცია შეიმუშავეს. 
კატალონიაში რეფერენდუმის მომხრეებმა გასულ ღამით იმ სკოლების შენობებიდაიკავეს, სადაც დღეს კენჭისყრა უნდა ჩატარდეს. კატალონიის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დილის 6 საათიდან სამართალდამცველებს ყველა სკოლა უნდა აღეწერათ და კონტროლზე აეყვანათ. 
ესპანეთის ხელისუფლებამ, კატალონიაში 2,315 საარჩევნო უბნიდან, 1,3 ათასამდე დაბლოკა. 
კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმის შესახებ კანონი 7 სექტემბერს  მიიღო. კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფის რეფერენდუმი დღეს, 1 ოქტომბერსაა დანიშნული.
რეფერენდუმზე მოსახლეობა გადაწყვეტს - უნდათ თუ არა რეგიონის დამოუკიდებლობა. რეფერენდუმი ტარდება მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, შეჩერებულიყო ყველა პროცესი. სწორედ ამიტომ, ესპანეთის ხელისუფლება ამ რეფერენდუმს უკანონოს უწოდებს.
კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმის შესახებ კანონი 7 სექტემბერს მიიღო. ავტონომიურ რეგიონში დამოუკიდებლობის შესახებ არაოფიციალური რეფერენდუმი ბოლოს 2014 წლის ნოემბერში გაიმართა. თუმცა, ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიას კენჭისყრის შედეგების გაუქმება დაავალა, რის გამოც რეფერენდუმი არაფორმალურად გამოცხადდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment