Tuesday, October 24, 2017

რეალი კატალონიაში კლუბური სიმბოლიკის გარეშე გაემგზავრება

მადრიდის რეალმა გადაწყვიტა, რომ 29 ოქტომბერს კატალონიის ჟირონასთან მატჩზე გასამგზავრებლად კლუბის სიმბოლიკიანი ავტობუსი არ გამოიყენოს. ამის შესახებ El Mundo წერს. 
მედიის ცნობით, ფეხბურთელები კატალონიაში იმ ავტობუსით გაემგზავრებიან, რომელსაც კლუბი სპეციალურად ამ შემთხვევებისთვის ქირაობს.
ამ გადაწყვეტილების მიზეზი უსაფრთხოების ზომებია. თუმცა როგორც El Mundo აღნიშნავს, დღეისთვის რეალის ფეხბურთელებისთვის არანაირი საფრთხე არ არსებობს. 
28 ოქტომბერს, სწორედ რეალი-ჟირონას მატჩის წინა დღეს შესაძლოა ძალაში შევიდეს ესპანეთიოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელიც კატალონიისთვის ავტონომიის შეზღუდვას ითვალისწინებს.
კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. ესპანეთის ხელისუფლებას პროცესის ჩაშლა სცადა. ხმის მიცემა ესპანურ პოლიციასთან დაპირიპირებისა და შეტაკებების ფონზე მიმდინარეობდა. ბოლო ინფორმაციით დაშავდა, სულ ცოტა, 800 ადამიანი.

რეფერენდუმის შემდეგ, კატალონიამ ცალსახა პოზიცია არ დაიკავა და მკაფიოდ არ უთქვამს აცხადებდა დამოუკიდებლობას თუ არა. ამის ნაცვლად, რეგიონულმა მთვრობამ ესპანეთის ხელისუფლებამ მოლაპარაკებები შესთავაზა.
imedinew.ge

No comments:

Post a Comment