ირანი ავღანელ ბავშვებს სირიაში საბრძოლველად აგზავნის. ამის შესახებ სპეციალურ განცხადებაში წერია, რომელიც გავლენიანმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია "Human Rights Watch"- მა გაავრცელა.
განცხადებაში აღნიშნული, რომ 15 წლამდე ასაკის ავღანელი მიგრანტი ბავშვები ფატემიუნის შენაერთში - ავღანელების სამხედრო რაზმში იბრძვიან, რომელიც ირანის დაფინანსებით მოქმედებს და სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის პოზიციების გამყარებას უწყობს ხელს.
"Human Rights Watch"-ის ახლო აღმოსავლეთის განყოფილების დირექტორი, სარა ლეა უიტსონი აცხადებს, რომ ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ბავშვების ჯარისკაცებად აყვანა და უკან დააბრუნოს ავღანელი ბავშვები, რომლებიც სირიაში საბრძოლველად გააგზავნა.
უფლებადამცველი ორგანიზაციის მტკიცებით, მათ იმ სასაფლაოსაც მიაგნეს, სადაც ბავშვი ჯარისკაცები არიან დაკრძალულნი.სავარაუდოდ, სირიაში ბრძოლისას დაღუპულებს შორის, რვა მოზარდია.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment