Tuesday, September 11, 2018

რატომ განახორციელა მინისტრმა მასშტაბური საკადრო ცვლილებები – მიხეილ ბატიაშვილის განმარტება

განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ამბობს, რომ 2 მოადგილისა და რამდენიმე მაღალჩინოსნის გათავისუფლება მასშტაბური სისტემური ცვლილებების მხოლოდ ნაწილია და სიახლეები კვლავ იქნება. ბატიაშვილის თქმით, ახალმა გუნდმა ახალი ხედვებით და მეტი ენერგიით უნდა შეძლოს განათლების სისტემის რეფორმირება.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში   

„ჩემი მოსვლის პირველივე დღიდან გავაკეთე განცხადება სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. ეს შეეხებოდა როგორც სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესს, სკოლებში არსებულ ტექნიკურ დარღვევებს და ა.შ. იმისათვის, რომ სისტემაში რეფორმების სწრაფად განხორციელება დავიწყოთ, ძალიან მნიშვნელოვანია სისტემური ცვლილებები და ვფიქრობთ, რომ დღევანდელი ცვლილებები ასევე გაგრძელდება. ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა – დავიწყოთ უსწრაფესი ნაბიჯები. უახლოეს დღეებში იქნება ჩვენი რეფორმის პრეზენტაცია, ეს ცვლილებები განხორციელდება ახალ გუნდთან ერთად“,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი     

მინისტრის გადაწყვეტილებით, თანამდებობები დატოვეს მისმა ორმა მოადგილემ – ლია გიგაურმა და თეიმურაზ მურღულიამ; თანამდებობებიდან გაათავისუფლეს განათლების ხარისხის მართვის ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი მანანა მიქაბერიძე და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი.
edu.aris.ge

No comments:

Post a Comment