Monday, September 10, 2018

მიხეილ ბატიაშვილი - განათლების სამინისტროში საკადრო ცვლილებები გაგრძელდება

საქართველოს განთლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სამინისტროში საკადრო ცვლილებები გაგრძელდება.
როგორც მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახალ კანდიდატებთან დაკავშირებით ინფორმაცია საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარედგინება. გარდა ამისა, მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებების მიზეზებზე ისაუბრა.
„განთლების ხელმისაწვდომობის და ხარისხის არსებითი ზრდა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია კონკურენტუნიარიანი განათლების სისტემის შექმნა, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგება, რისთვისაც იგეგმება არაერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა. შესაბამისად, ამ პროცესს ახალი ენერგია, ახალი ხედვები და ახალი საკადრო პოლიტიკა სჭირდება. სწორედ ამის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება და თანამდებობას ტოვებენ მინისტრის მოადგილეები: თემურ მურღულია და ლია გიგაური, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მინინოშვილი.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას გაწეული სამუშაოსთვის. მოადგილეების რაოდენობა სამინისტროში მცირდება და შვიდის ნაცვლად იქნება ხუთი მოადგილე, თუმცა, მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ ცვლილებები ასევე გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში ასევე ვიხილავთ დანარჩენ ცვლილებებს. უახლოეს მომავალში ასევე მოგაწვდით ინფორმაციას სისტემაში ახალ კადრებთან დაკავშირებით, დანიშვნები მოხდება შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით“, - განაცხადა ბატიაშვილმა.
ipn.ge

No comments:

Post a Comment