Sunday, November 11, 2018

"მას შეუძლია საინტერესო პოლიტიკური ფიგურებიდან, რაღაც ახალი შექმნას" - მოდის თუ არა გია ხუხაშვილი პოლიტიკაში?

ის იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი არ­ქი­ტექ­ტო­რი ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრი­სა - გია ხუ­ხაშ­ვი­ლი მე­სა­მე ცენ­ტრზე ალა­პა­რაკ­და
ქვე­ყა­ნა­ში "მე­სა­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის" შექ­მნას ამ­ჯე­რად პო­ლი­ტო­ლო­გი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი აა­ნონ­სებს. თუმ­ცა, მისი გან­მარ­ტე­ბით, არ შექ­მნის კლა­სი­კურ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას, უბ­რა­ლოდ ამ ცენ­ტრის არ­ქი­ტექ­ტო­რად მოგ­ვევ­ლი­ნე­ბა და მის ჩა­მო­ყა­ლი­ლე­ბას ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­უ­წყობს ხელს.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქვე­ყა­ნა­ში ე.წ მე­სა­მე ცენ­ტრის შექ­მნა­ზე სა­უ­ბა­რი, დიდი ხა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ კი ამ სა­კი­თხმა აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბა ხე­ლახ­ლა შე­ი­ძი­ნა. ცოტა ხნის წინ ამა­ზე სა­უბ­რობ­და "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა - ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რი ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე, დღეს კი თით­ქმის ანა­ლო­გი­ურ გან­ცხა­დე­ბას პო­ლი­ტო­ლო­გი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი აკე­თებს. რო­გორც ხუ­ხაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, მას ეს იდეა დიდი ხა­ნია აქვს და ამას ბურ­ჯა­ნა­ძეს­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს.
AMBEBI.GE-ს კი­თხვა­ზე, ვი­ხი­ლავთ თუ არა მის გუნდში მა­გა­ლი­თად, ალე­კო ელი­საშ­ვილს, პო­ლი­ტო­ლოგ­მა გან­მარ­ტა, რომ აქვს გეგ­მე­ბი, რომ­ლის დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი, ჯერ­ჯე­რო­ბით, არ სურს. მისი თქმით, ამ დრო­ის პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ქვე­ყა­ნა­ში სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის შექ­მნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა დგას დღის წეს­რიგ­ში და ის უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შე­იქ­მნე­ბა. ამას­თან გან­მარ­ტავს, რომ მისი ინ­ტე­რე­სი რა­ი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა არ არის.
"მე ვთქვი, რომ არის ვი­თა­რე­ბა, რო­დე­საც ორი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ნდო­ბა­და­კარ­გუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის თა­მა­შის მძე­ვა­ლია მთე­ლი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრე­ბის. ეს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და სა­სი­ცო­ცხლო ამო­ცა­ნა ხდე­ბა. ასე­თი ცენ­ტრის ფორ­მი­რე­ბა­ში სა­მო­მავ­ლოდ, ალ­ბათ მეც მო­მი­წევს მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა. ასე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრი კი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­იქ­მნას. უბ­რა­ლოდ, ჩვენს ქვე­ყა­ნას სხვა გზა არ აქვს.
ამ ორი ძა­ლის მძევ­ლო­ბა უკვე სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო ხდე­ბა. ეს არის გა­ნა­ცხა­დი - რა, რო­დის იქ­ნე­ბა, რა ფორ­მით იქ­ნე­ბა და ვინ იქ­ნე­ბა, ვფიქ­რობ, ამა­ზე სა­უ­ბა­რი ად­რეა. მე პო­ლი­ტი­კა­ში არ მივ­დი­ვარ, უბ­რა­ლოდ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის შექ­მნას ხელს შე­ვუ­წყობ, თუმ­ცა რა ფორ­მით შე­ვუ­წყობ, ამა­ზე ჯერ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი არ ვარ. ამას მო­მა­ვა­ლი აჩ­ვე­ნებს. მარ­ტი­ვად ვი­ტყვი, მე პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას არ ვქმნი. რა­ღაც პრო­ცე­სე­ბი და­ი­წყე­ბა და მე ამ პრო­ცე­სებს მი­ვეხ­მა­რე­ბი, ვი­ნა­ი­დან ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია", - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს ხუ­ხაშ­ვილ­მა.
ხუ­ხაშ­ვილს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იწო­ნებს მისი კო­ლე­გა ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე, რო­მელ­საც მი­აჩ­ნია, რომ ქვე­ყა­ნა­ში ე.წ მე­სა­მე ცენ­ტრის შექ­მნის რე­სურ­სი გია ხუ­ხაშ­ვილს გა­აჩ­ნიათუ ვინ­მეს შე­უძ­ლია დღეს ამ მი­მო­ფან­ტუ­ლი სა­ინ­ტე­რე­სო პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რე­ბი­დან, რა­ღაც ახა­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო შექ­მნას, არის გია ხუ­ხაშ­ვი­ლი. ის იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი არ­ქი­ტექ­ტო­რი ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრი­სა. მას ამის­თვის აქვს უზარ­მა­ზა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად, ხე­ლის გულ­ზე უდევს მთე­ლი ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ტო­რია. ამი­ტომ თუ ვინ­მეს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს რე­სურ­სი ცალ-ცალ­კე მი­მო­ფან­ტუ­ლი ფი­გუ­რე­ბი­დან ერთი სა­ინ­ტე­რე­სო პო­ლი­ტი­კუ­რი კომ­ბი­ნა­ცია გა­ა­კე­თოს, რა თქმა უნდა, არის გია ხუ­ხაშ­ვი­ლი", - გვი­თხრა ლა­გა­ზი­ძემ.
მი­სი­ვე თქმით, მე­სა­მე ძა­ლის შექ­მნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა აქამ­დე ისე არ ყო­ფი­ლა, რო­გორც საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ.
"ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბი არც თუ ისე ბევ­რია, ამი­ტომ არ­სე­ბობს რის­კი, რომ ეს გა­ი­ფან­ტოს. თუ ეს და­იძ­ლია და ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრი შე­იქ­მნა ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა. მე­სა­მე ცენ­ტრის შექ­მნის წა­მო­წყე­ბა იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან შე­დე­გი­ა­ნი. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­მა ყვე­ლა­ზე კარ­გად აჩ­ვე­ნა თუ რამ­დე­ნად სა­ჭი­როა ასე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის არ­სე­ბო­ბა. ახლა რე­ა­ლუ­რად ამომ­რჩე­ველს უწევს არა ცუდ­სა და კარ­გს შო­რის არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა, არა­მედ ცუდ­სა და ცუდს შო­რის", - უთხრა AMBEBI.GE-ს ლა­გა­ზი­ძემ.
მისი თქმით, გია ხუ­ხაშ­ვი­ლის "დაპ­რო­ექ­ტე­ბულ ცენ­ტრში" ვი­ხი­ლავთ ახალ სა­ხე­ებს, რად­გან ლა­გა­ზი­ძის აზ­რით, არ­სე­ბულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა სა­ხე­ებ­მა თა­ვი­სი რე­სურ­სი ამო­წუ­რეს.
"რო­გორც ჩანს, ხუ­ხაშ­ვილს თა­ვის თავი წა­მო­უდ­გე­ნია ერ­თგვა­რად, რო­გორც არ­ქი­ტექ­ტო­რი მე­სა­მე ცენ­ტრის. რო­გორც ვიცი, ის გუ­ლის­ხმობ­და სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნუ­ლი რე­სუს­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას. ალ­ბათ, ვი­ხი­ლავთ ახალ სა­ხე­ებ­საც. ძველ კომ­ბი­ნა­ცი­ებს არა­ნა­ი­რი აზრი აქვს, არ­სე­ბულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ებ­მა სა­კუ­თა­რი რე­სურ­სი ბო­ლომ­დე და­იყ­ვა­ნეს, ამი­ტომ სა­უ­ბა­რია, რე­სურ­სე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ზე. პო­ლი­ტი­კურ გე­მოვ­ნე­ბას და სპექტრს კარ­ნა­ხობს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი და ამ რე­ა­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­უ­ბა­რი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში 60-70%-იანი ლი­დე­რე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბი­ან, ასე­თი აღარ იქ­ნე­ბა. შევ­დი­ვართ სრუ­ლი­ად ახალ ეპო­ქა­ში, რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე სა­შუ­ა­ლო პერ­სპექ­ტი­უ­ლი ფი­გუ­რა შექ­მნის ერ­თი­ა­ნად იმ მო­ცე­მუ­ლო­ბას, რა­საც ქმნი­და თა­ვის დრო­ზე ერთი ქა­რიზ­მა­ტუ­ლი ლი­დე­რი" - გან­მარ­ტა ლა­გა­ზი­ძემ ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას.
ანა­ლი­ტი­კოს ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძის აზ­რით, მე­სა­მე ცენ­ტრის შექ­მნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა ხე­დავს, კო­ლე­გას წარ­მა­ტე­ბას უსურ­ვებს, თუმ­ცა მის წა­მო­წყე­ბას სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებს.
"მე­სა­მე ცენ­ტრის შექ­მნას აპი­რებს ძა­ლი­ან ბევ­რი, რამ­დე­ნად გა­მო­უ­ვა თუ არა, სა­კი­თხა­ვი ეს არის. შე­მიძ­ლია წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო, მაგ­რამ მე­სა­მე ცენ­ტრის შექ­მნა მარ­ტი­ვი და ად­ვი­ლი არ არის. მე პი­რა­დად გულ­წრფე­ლად გი­თხრათ მე­ეჭ­ვე­ბა. მე­სა­მე ცენ­ტრის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას ხე­დავს მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ელი­ტა და ვერ ხე­დავს მას ამომ­რჩევ­ლის ძი­რი­თა­დი რა­ო­დე­ნო­ბა. პრობ­ლე­მე­ბი და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სხვა­დას­ხვაგ­ვა­რია, და­სა­ლა­გე­ბე­ლია ძა­ლი­ან ბევ­რი რამ. ამი­ტომ ხუ­ხაშ­ვილს წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ, მაგ­რამ მე­ეჭ­ვე­ბა" - გვი­თხრა ძა­ბი­რა­ძემ.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment