Saturday, May 4, 2019

ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ევროპის დღეებთან დაკავშირებით ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 
ტრანსპორტის მოძრაობა 4 მაისს 24:00 საათიდან 6 მაისის 06:00 საათამდე შეიზღუდება. 
შესაბამისად, 5 მაისს მუნიციპალური ავტობუსები (N31, N44, N50, N55, N71, N102, N80) ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ შემდეგი სქემით იმოძრავებენ:
გორგასლის ქუჩიდან სვლას განაგრძობენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლთან აუხვევენ მშრალი ხიდის მიმართულებით, გაივლიან ათონელისა და ვირსალაძის ქუჩებს, შემდეგ კვლავ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდებიან, რის შემდეგაც მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩაზე განაგრძობენ.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment