Sunday, August 27, 2017

პედაგოგთა გამოცდებზე 1 500 საჩივარი შევიდა – როდის გახდება ცნობილი აპელაციის შედეგები

პედაგოგების გამოცდის სააპელაციო განაცხადების მიღება 22 აგვისტოს დასრულდა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძემ EDU.ARIS.GE-ს განუცხადა, მთლიანობაში, პედაგოგთა გამოცდებზე 1 500 სააპელაციო განაცხადი შევიდა.
მინდაძის თქმით, მასწავლებლებს ყველაზე მეტად პროფესიული უნარების შედეგებზე აქვთ პრეტენზია.
„ძირითადად ღია დავალებებთან დაკავშირებით გაკეთდა საპრეტენზიო განაცხადები. დაწყებითი საფეხურის და პროფესიული უნარების რამდენიმე ღია ნაწილის დავალებების მიმართ არის შემოსული, ძირითადად, პრეტენზიები. ამაში შედის სამსჯელო დავალებები. რაღაც უნდა განემარტათ, ემსჯელათ, რაღაც უნდა დაეწერათ და, ძირითადად, ასეთი დავალებების მიმართ არის პრეტენზიები შემოსული.
ყველაზე დიდი რაოდენობის სააპელაციო განაცხადი პროფესიული უნარების ტესტზე გაკეთდა, შემდეგ – დაწყებითი საფეხურის და ქართული ენის და ლიტერატურის ტესტებზე. დაწყებით საფეხურზე, დაახლოებით, 200 განაცხადია მთლიანობაში. პროფესიულ უნარებში – 400-ზე მეტი. სხვა საგნებზე ათეულობითაა, 20-30 და ა.შ.“, – განაცხადა EDU.ARIS.GE-სთან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ.
რამდენ მასწავლებელს შეეცვლება აპელაციის შედეგად ქულა, მინდაძის თქმით, დაახლოებით, ერთ კვირაში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების ტესტზე 27 000-ზე მეტი მასწავლებელი იყო დარეგისტრირებული, მათგან გამოცდაზე გამოცხადდა 70%.
edu.aris.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment