Friday, August 4, 2017

6 მაისის პარკში არსებულ ტბაში გათევზინება იგეგმება

ბათუმში, 6 მაისის პარკში არსებულ ტბაში გათევზინება იგეგმება, სადაც სამი სახეობის 40 000 ლიფსიტა ჩაეშვება.
გათევზინების მიზანია ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნება და ეკოლოგიური დეგრადაციის შეჩერება. თევზები სწორედ იმ მავნე წყალმცენარეებით იკვებებიან, რომლებიც შთანთქავენ ჟანგბადს და ხელს უშლიან ტბის აერაციას.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში ტენდერი გამოცხადდება, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 20 000 ლარი გამოიყო.
ტბაში აერაციის სისტემა 2016 წელს დამონტაჟდა, რის შედეგადაც ტბაში ჟანგბადის შემცველობა საგრძნობლად გაიზარდა. სამომავლოდ კი, დაგეგმილია ტბის წყლის მიმოქცევის აღდგენა ზღვასთან, რაზედაც ქართველი და ბელარუსი სპეციალისტები ერთობლივად მუშაობენ.


მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment