Tuesday, August 22, 2017

ვ ი დ ე ო - ატენის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია - რა ვითარებაა ამ წუთებში ადგილზე



ხანძარი ლიკვიდირებულია ატენის ხეობაში. სამუშაოებში პირველი ქვეითი ბრიგადის 250 ჯარისკაცი იყო ჩართული. 

პრევენციის მიზნით, სამხედროების ნაწილი კვლავ ხეობაში რჩება. სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება სწავლობს. 
ამ დროის მონაცემებით, დამწვარია ორ ჰექტრამდე ფართობის წიწვოვანი ტყე. 
ატენის ხეობაში, ზემო ბოშურის მიმდებარედ ტყეს ცეცხლი გუშინ, დაახლოებით საღამოს 5 საათისთვის გაუჩნდა. 
რა ვითარებაა ამ წუთისთვის ხეობაში - ნინო ფისაძე ბოლო ინფორმაციით. 

1tv.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება



No comments:

Post a Comment