Thursday, August 10, 2017

ხანგრძლივი მოლაპარაკებები ინდოეთთან დასრულებულია - ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები საქართველოს 6 თვით დაუბრუნდება


ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები საქართველოს 6 თვით დაუბრუნდება. ინდოეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებები დასრულებულია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული დედოფლის ნეშტის ნაწილებს გოადან თბილისში, სამების ტაძარში, მიაბრძანებენ.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ, ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილების საქართველოში ჩამობრძანებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ინდოეთთან ხანგრძლივი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.
მინისტრის განცხადებით, წმინდა ნაწილები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმოგზაურებს. 
„პრინციპული შეთანხმება ინდურ მხარესთან მიღწეულია საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ. საგანი ამ მოლაპარაკების გახლავთ ის, რომ გოაში აღმოჩენილი ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები დროებით ჩამობრძანდება საქართველოში.
"ეროვნული მუზეუმის გარდა, წმინდა ნაწილები იმოგზაურებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. დღევანდელი მთავრობის განკარგულებით, 254 ათასი ლარი გამოიყო სწორედ იმისთვის, რომ ჩვენ მზად დავხვდეთ ამ გადაწყვეტილებას და გარკვეული სერვისები დროულად შევისყიდოთ,“ - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
rustavi2.ge



მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება



No comments:

Post a Comment