Tuesday, August 22, 2017

ბორჯომის ხეობაში ცეცხლი გაძლიერდა


ბორჯომის ხეობაში ძლიერი ქარის გამო ცეცხლი გაძლიერდა.
წაღვერის შესასვლელთან, სადაც საველე ოპერაციების ცენტრი მდებარეობს, ფერდობზე ცეცხლის ახალი კერა გაჩნდა. ცეცხლის ლოკალიზება ძლიერი ქარის გამო რთულდება.
ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა.
ამასთან, სოფელ დაბის გზაზე ცეცხლი საავტომობილო გზას უახლოვდება.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ცეცხლი საავტომობილო გზიდან დაახლოებით, 100 მეტრის დაშორებით არის მოდებული.


1tv.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება




No comments:

Post a Comment