Wednesday, August 16, 2017

საერთო სამაგისტრო გამოცდის პირველადი შედეგები და აპელაცია

გთავაზობთ საერთო სამაგისტრო გამოცდის პირველად შედეგებს  
საერთო სამაგისტრო გამოცდის სააპელაციო განაცხადები მიიღება 16 აგვისტოს 10:00 საათიდან 22 აგვისტოს 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge და www.naec.gov.ge
სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური.
გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი, პირადი ნომერი.
გამოცდის შედეგის აპელირების საფასურია 50 ლარი (ტესტის რამდენიმე ნაწილის გასაჩივრების შემთხვევაშიც იხდით მხოლოდ 50 ლარს). შეფასების ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება.
საფასურის გადახდა შესაძლებელია ვებგვერდიდან. ბარათით ელექტრონულად გადახდისათვის მიჰყევით ბმულს (საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი)
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების გადასახადი:

  • "საქართველოს ბანკის" სერვის ცენტრები - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • ვებგვერდზე ipay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • "საქართველოს ბანკისთვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • ვებგვერდზე www.PayBox.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • PayBox თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.

საფასურის გადახდა შეუძლია როგორც მაგისტრანტობის კანდიდატს, ისე სხვა პირს, რომელიც გადახდისას მიუთითებს აპლიკანტის შესაბამის მონაცემებს.
გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში.
სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს online.naec.ge ან www.naec.gov.ge და აპელაციისათვის განკუთვნილ ღილაკზე დაჭერის შემდეგ შესაბამის ველებში შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი. 
მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ აჭერთ ღილაკს "შესვლა" და იწყებთ თქვენთვის სასურველი ნაწილის შერჩევას ჩამონათვალიდან (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, არჩევას ვერ შეძლებთ).
ტესტის ნაწილის მითითების შემდეგ უნდა აირჩიოთ დავალებები, რომელთა გასაჩივრებასაც აპირებთ. შეგიძლიათ აირჩიოთ ყველა დავალება.
ამ აღნიშვნების განხორციელების შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს ინახავს როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა.
გაითვალისწინეთ, დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ დააჭერთ ღილაკს "გაგზავნა". გაგზავნის შემდეგ განაცხადში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ.
გაითვალისწინეთ, ორი ან მეტი ნაწილის შედეგის აპელირებისას უნდა შეავსოთ შესაბამისი ინფორმაცია ყველა ნაწილისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ გაგზავნოთ განაცხადი.
განაცხადი ასევე გაიგზავნება თქვენ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე (ეს ველიც სავალდებულოა და უნდა შეივსოს, შეგიძლიათ მიუთითოთ როგორც რეგისტრაციისას გამოყენებული, ისე სხვა ელექტრონული ფოსტის მისამართი).
განაცხადების მიღება შეწყდება 22 აგვისტოს 18:00 საათზე.
გისურვებთ წარმატებას!

naec.ge


მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment