Monday, August 21, 2017

ვ ი დ ე ო - მზის დაბნელება 21 აგვისტოს: ფრთხილად! დაბნელებების სახიფათო დერეფანი გასავლელია

21 აგვისტოს პლანეტის მოსახლეობა მზის სრული დაბნელების მოწმე გახდება, რომელსაც მეცნიერები „ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ მზის დაბნელებად“ აფასებენ.

მკვლევარების გათვლებით, მთვარე ამ დღეს მზის დისკოს მთელი საათნახევრით დაფარავს, თუმცა მისი ატმოსფეროს გარე ფენებს ვერ დააბნელებს. რაც იმას ნიშნავს, რომ მზის მანათობელი, კაშკაშა გვირგვინი მაინც გამოჩნდება.
მანამდე, 7 აგვისტოს მთვარის დაბნელება მოხდა და დედამიწის თანამგზავრის მეოთხედი წყვდიადმა მოიცვა. სწორედ მაშინ დაიწყო „დაბნელებების დერეფანი“, რომელიც 21 აგვისტოს მზის დაბნელებით დასრულდება.
ასეთ დროს ადამიანების ემოციური ფონი  ფრიად არამდგრადი ხდება. არსებობს კონფლიქტებისა და სხვადასხვა მასშტაბის აგრესიის გამოვლენის ძალიან მაღალი რისკი.
ბოლოს „დაბნელებების დერეფანი“ 2008 წლის 7-21 თებერვალს წარმოიქმნა და სწორედ მაშინ მოხდა ურთულესი მოვლენები სხვადასხვა ქვეყანაში.
იმისათვის, რომ კონფლიქტები თავიდან ავიცილოთ, სპეციალისტები გვირჩევენ:
ყურადღებით დავაკვირდეთ საკუთარ შეგრძნებებს და არ ავყვეთ მრისხანების მოულოდნელ შემოტევებს!
აღსანიშნავია, რომ „დაბნელებების დერეფნის“ გავლენას განსაკუთრებით იგრძნობენ ლომის, მერწყულის, ვერძისა და მშვილდოსნის ზოდიაქოში დაბადებული ადამიანები.
sputnik-georgia.com

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment