Friday, August 11, 2017

კარადის კარებმა მცირეწლოვანი ბავშვი იმსხვერპლა

ექიმებმა ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში მაინც შეიყვანეს. თავის არეში მიღებული უმძიმესი ჭრილობების მიუხედავად  ბავშვისთვის საოპერაციო მაგიდა მაინც გამზადებული ჰქონდათ. 

,,თუმცა, გადარჩენა შეუძლებელი იყო. აღარ სუნთქავდა. ძალიან ყოფილა დაზიანებული თავის ქალა" - გვეუბნება საავადმყოფოს ექიმი დღეს, რომლის მორიგე კოლეგებმა გუშინ წლინახევრის ბავშვის დახმარება ვერ შეძლეს. 

სოფელ ზემო ხანდაკში დაწყებული გლოვა გუშინ კასპის საავადმყოფოს ეზოში გაგრძელდა. ბავშვის გადარჩენის იმედი, რომელიც სოფლიდან საავადმყოფომდე წასვლისას თანასოფლელებს შორის, თითქოს არსებობდა, არ გამართლდა.

კარადის კარებმა, რომელიც მოულოდნელად გადმოვარდა, ერთი წლისა და 5 თვის ასაკის ბავშვი იმსხვერპლა, თანაც დედის თვალწინ. კარები კი, დედას ფეხზე დაეცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მიხედვით (სიცოცხლის გაუფრთხილებლობის მოსპობის ფაქტზე) მიმდინარეობს.
 qartli.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


 

No comments:

Post a Comment