Sunday, August 6, 2017

უშგულიდან მომავალი ავტომობილი მდინარეში გადავარდა

უშგულიდან მომავალი ავტომობილი მდინარეში გადავარდა. როგორც ”ინტერპრესნიუსის” ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო ჯგუფები, რათა დაიწყონ ავტომობილის ამოყვანის და მძღოლის საძიებო სამუშაოები. 

არსებული ინფორმაციით, ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. მისი მდგომარეობა უცნობია.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ipn.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment