Saturday, August 5, 2017

მდინარე სუფსაში დაკარგული ბავშვის და მეთევზემ გადაარჩინა - ვინ არიან გუშინ დაღუპული მოზარდები

ორი მოზარდი დაიღუპა გუშინ, მდინარე სუფსაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად.
შემთხვევა დაახლოებით 16 საათზე, მას შემდეგ მოხდა, როცა 12 წლის, ძიმითში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) მცხოვრები ნაზიბროლა თავდიშვილი და 13 წლის მისი დეიდა, თბილისში მცხოვრები თამთა გულვერდაშვილი, მდინარეში შევიდნენ.
გოგონები სუფსამ უცებ გაიტაცა, დაახლოებით იმავე ტერიტორიაზე შემთხვევის დროს ერთი მეთევზე იმყოფებოდა, რომელმაც მხოლოდ გულვერდაშვილის დის გადარჩენა შეძლო.
ის უბედური შემთხვევის დროს ნაპირზე იმყოფებოდა და ბავშვების გაუჩინარების გამო წყალში შევიდა.
მაშველები და მყვინთავები მეორე დღეა დაკარგულ გოგონას , თამთა გულვერდაშვილს უშედეგოდ ეძებენ, ხოლო ნაზიბროლა თავდიშვილის გვამი, მყვინთავებმა, წუხელ, შემთხვევის ადგილას, მდინარეში იპოვეს.
როგორც სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, სავარაუდოდ გოგონა დინებამ გაიტაცა და მისი ძებნა მდინარე სუფსის, უკვე ძიმითი-ბაილეთის მთელს პერიმეტრზე მიმდინარეობს.
სუფსის ეს მონაკვეთი  ყველაზე ღრმა და საშიშია. წყლის სიღრმე 4,5 მეტრს აღწევს.
ამ ადგილზე წყალში ჩასვლის სურვილი ბავშვებს იმის გამო გაუჩნდათ, რომ სოფლის სხვა პერიმეტრზე არსებული კარიერის გამო, მდინარე ისეთი ამღვრეულია, მასში ბანაობა პრაქტიკულად შეუძლებელია.
http://guriismoambe.com/

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment