Friday, August 4, 2017

Gem Fest-დან ზუგდიდის ჰოსპიტალში კიდევ 7 ადამიანი გადაიყვანეს

Gem Fest-დან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა 7 ახალგაზრდა გადაიყვანეს. აქედან, 6 ახალგაზრდა მამაკაცი ქართველია, ხოლო გოგონა უკრაინის მოქალაქეა.
ექიმები პაციენტების მდგომარეობის შესახებ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. 
​როგორც "მოამბის" ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, Gem Fest-იდან საავადმყოფოში კიდევ რამდენიმე ადამიანი გადმოჰყავთ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.  
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ტერიტორიაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. 
4 აგვისტოს, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში GEM Fest-იდან გადაყვანილი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ძლიერი ინტოქსიკაცია გახდა.
GEM Fest-იდან გადაყვანილი კიდევ ერთი ახალგაზრდას, 29 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
1tv.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment