Friday, August 11, 2017

ვ ი დ ე ო - გორან ბრეგოვიჩის ვიდეომიმართვა ქართველ მსმენელს - თუ არ გაგიჟდებით, ესე იგი ნორმალურები არ ხართ!


გორან ბრეგოვიჩი „ბლექ სი არენაზე“ დაგეგმილ კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ქართველ მსმენელს მიმართავს. მუსიკოსი აღნიშნავს, რომ ქართველებთან შეხვედრას მოუთმენლად ელოდება.
„გაუმარჯოს საქართველოს, მე გორან ბრეგოვიჩი გახლავართ. 26 აგვისტოს კონცერტს გავმართავ „ბლექ სი არენაზე“. ველოდები თქვენთან შეხვედრას! ეს სიგიჟე იქნება, თუ არ გაგიჟდებით ესე იგი ნორმალურები არ ხართ!“, - ამბობს გორან ბრეგოვიჩი.
26 აგვისტოს Black Sea Arena-ზე კონცერტს გორან ბრეგოვიჩი გამართავს. 
მუსიკოსი უამრავი ცნობილი სიმღერისა და საუნდტრეკის ავტორია. მათ შორის, მან შექმნა მუსიკა ემირ კუსტურიცას ცნობილი ფილმებისთვის, რომლებსაც ასრულებდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან იგი პოპპი და სეზარია ევორა. მისი მუსიკა ერთმანეთში აერთიანებს ბალკანურ ფოლკლორს, როკსა და სიმფონიას. 
1tv.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება




No comments:

Post a Comment