Saturday, August 19, 2017

მომდევნო სამი დღის განმავლობაში საქართველოში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება

მომდევნო სამი დღის განმავლობაში, 20, 21 და 22 აგვისტოს საქართველოს მასშტაბით მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდებია მოსალოდნელი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 34-39 გრადუსამდე იქნება. უნალექო ამინდებია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც ჰაერის ტემპერატურა 31-36 გრადუსამდე დაფიქსირდება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ამავე პერიოდში დღის განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 36 გრადუსი დაფიქსირდება.
 ipn.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment