Thursday, August 3, 2017

აპელაცია - როგორ ხდება საპრეტენზიო განცხადების შეტანა?

თუ აბიტურიენტი მიღებული ქულებით უკმაყოფილოა, მას შეუძლია გააპროტესტოს ცალკეულ საგამოცდო საგანში მიღებული შეფასება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში. ამ შემთხვევაში მან უნდა შეავსოს საპრეტენზიო განაცხადი. განაცხადის შევსების უფლება აქვს მხოლოდ აბიტურიენტს. სააპელაციო განაცხადის ინტერნეტით შევსებისათვის საჭირო პროცედურები აღწერილი იქნება შემდეგ ვებგვერდებზე: www.naec.gov.ge; online.naec.ge. საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური განისაზღვრება 50 ლარის ოდენობით (ერთი საგნისათვის). გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების გადასახადი:
1) საქართველოს ბანკის სერვისცენტრები - 0,5 ლარი;
2) ვებგვერდზე ipay.ge - 1 ლარი;
3) „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - 1 ლარი;
4) საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - 1 ლარი.
გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აბიტურიენტის გვარი, სახელი, პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი. განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ დავალებების ნომრები, რომელთა შეფასებასაც აბიტურიენტი არ ეთანხმება. გასწორებისას შემოწმდება მთლიანად დავალება და არა დავალების თითოეული კრიტერიუმი (ქვედავალება). საპრეტენზიო კომისია გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განაცხადის მიღებიდან 20 დღის ვადაში. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე. იმ შემთხვევაში, თუ აპელაციის შედეგად შეიცვლება ნამუშევრის შეფასება, ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ერთი თვის განმავლობაში აბიტურიენტმა უნდა შეავსოს თანხის დაბრუნების მოთხოვნის განაცხადი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, სადაც შეიტყობს თანხის მიღების დროსა და ადგილს.

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment