Wednesday, August 23, 2017

ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში ბენზინით სავსე 20-ლიტრიანი ბიდონი იპოვეს


ბორჯომის ტყეში, სტიქიის ზონაში ბენზინით სავსე 20-ლიტრიანი ბიდონი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 
უწყების ცნობით, ფაქტის გამოძიება ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბასთან ხანძრის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდება.  
მომხდარის შესახებ დამატებით კომენტარს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკეთებენ. 
ფოტო სოციალური ქსელის მომხმარებელმა გაავრცელა, რომელიც, როგორც თავად წერს, ამ წუთებში ბორჯომის პოლიციაში ჩვენების მისაცემად იმყოფება. 

1tv.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება




No comments:

Post a Comment