Saturday, August 5, 2017

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას ჰაერის მაღალი ტემპერატურის დროს რეკომენდაციებს სთავაზობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ჰაერის მაღალი ტემპერატურის დროს რეკომენდაციებს სთავაზობს. 
როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ძლიერი სიცხის შედეგად თუ პირი თავს შეუძლოდ იგრძნობს და ექნება თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს გრილ ადგილას და გაიზომოს სხულის ტემპერატურა, მიიღოს წყალი ან ხილის ნატურალური წვენი.
იმ შემთხვევაში კი, თუ აღენიშნებათ კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება. 

„თუ აღნიშნული სიმპტომები ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. ექიმს მიმართეთ მაშინაც, თუ გრძნობთ უჩვეულო სიმპტომებს და ეს სიმპტომები დიდხანს ნარჩუნდება“, - აცხადებენ ცენტრში.

მათივე ინფორმაციით, თუ ადამიანს კანი გამომშრალი აქვს, ბოდავს, აქვს კრუნჩხვები ან გონება დაკარგა, საჭიროა სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება ან ოჯახის ექიმთან დაკავშირება. 

„სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაზარალებული გადაიყვანეთ გრილ ადგილას, დააწვინეთ ჰორიზონტალურად, აუწიეთ ფეხები, გაუხსენით ტანსაცმელი, რომ არ უჭერდეს; კისერზე, იღლიის ქვეშ, საზარდულის არეში დაადეთ ყინულის პაკეტი, ტანი დაუზილეთ 25-30C ტემპერატურის წყლით და გაუზომეთ სხეულის ტემპერატურა. გონებადაკარგული ადამიანი მოათავსეთ გვერდზე“, - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში. 

მათივე ინფორმაციით, დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32C, ხოლო ღამით კი 24C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელის ასაკს გადაცილებული ადამიანებისათვის, ასევე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ. 
ipn.ge


მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment