Monday, August 28, 2017

საგანმანთლებლო პროგრამების აკრედიტაცია საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით განხორციელდება


პირველად საქართველოს განათლების ისტორიაში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით იწყებს. ექსპერტთა ჯგუფს ლიტვის და კვიპროსის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების აკრედიტაციის ექსპერტი და კვიპროსის ღია უნივერსიტეტის პროფესორი პანთელის იფსილანთისი ხელმძღვანელობს. ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში ასევე შედიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, დამსაქმებელი და სტუდენტი.
პირველი სააკრედიტაციო ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო შეფასებას სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნეს-ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამები გაივლის. აღნიშნულ საკითხებზე ექპერტთა ჯგუფმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში იმსჯელა.
მომდევნო სააკრედიტაციო ვიზიტის ფარგლებში, რომელიც სექტემბრის დასაწყისში განხორციელდება, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსტიტეტის არქიტექტურისა და ურბანისტიკის პროგრამები შეფასდება.
mes.gov.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment