Thursday, August 10, 2017

საქართველოში 100 ათასმა ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ C ჰეპატიტი აქვს



100 ათასმა ადამიანმა საქართველოში ჯერ კიდევ არ იცის, რომ C ჰეპატიტი აქვს - ამის შესახებ ექიმი–ინფექციონისტი, მეცნიერებათა დოქტორი მაია ბუწაშვილი აცხადებს. მისივე ინფორმაციით, სულ უფრო ნაკლები ადამიანი მიმართავს მედიკოსებს ტესტის ჩასატარებლად და შესაბამისად, ახალი შემთხვევების გამოვლენამაც იკლო. ეს მაშინ, როცა სწრაფი ტესტი C ჰეპატიტზე უფასოა და ინფიცირებულთა მკურნალობაც ქვეყანაში  უსასყიდლოდ ხდება. 
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში 2015 წლის აპრილში დაიწყო.
მაია ბუწაშვილის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ კვლევის თანახმად, ქრონიკული  C ჰეპატიტი 150 ათას პაციენტს აღენიშნება, მიზნების მისაღწევად საჭირო იქნება დაახლოებით 135 ათასი პაციენტის დიაგნოსტირება, 128 ათასი პაციენტის მკურნალობა და 122 ათასის განკურნება. 
რამდენიმე დღის წინ, სწრაფი, მარტივი ტესტის ჩატარებისკენ მოსახლეობას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომაც მოუწოდა. 
„ქვეყანაში დარჩენილია ასი ათასი ადამიანი, რომელსაც აქვს ეს დაავადება და ამის შესახებ არ იცის. ამიტომ, ყველას ვთხოვ, გამოიყენონ არსებული შესაძლებლობა და ჩაიტარონ ე.წ. სკრინინგული კვლევა“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე.
მსოფლიოში დაახლოებით 325 მლნ. ადამიანს აქვს  B და C ჰეპატიტების ქრონიკული ფორმა. 20 ინფიცირებულიდან მხოლოდ ერთმა იცის, რომ ვირუსული ჰეპატიტის მატარებელია. საქართველოში კი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ 2015 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ქრონიკული C ჰეპატიტი ზრდასრული მოსახლეობის 5.4%-ს - 150 ათასამდე ადამიანს აქვს და სწორედ,  ამათგან 100 000-ზე მეტმა ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ ინფიცირებულია.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, ამ დრომდე, სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებას 43 ათასზე მეტმა პაციენტმა მიმართა, დაახლოებით 40 ათასი ჩაერთო მკურნალობაში, 31 840  პაციენტმა კი დაასრულა მკურნალობის კურსი. განკურნების მაჩვენებელი 98 პროცენტია.
საინფორმაციო კამპანიის მიუხედავად, C ჰეპატიტთან დაკავშირებით, საზოგადოებაში მრავალი მითი არსებობს. 
ერთი-ერთი ყველაზე გავრცელებული მითი სწორედ იმას უკავშირდება, რომ ინფიცირებულთა მკურნალობა უფასოა და ამ ფაქტს ახალი მედიკამენტის გამოცდად აფასებენ. 
მაია ბუწაშვილმა სწორედ ამ მითის შესახებ გვიამბო და აღნიშნა ისიც, თუ როგორია რეალობა.  
ასევე, საყურადღებოა მითი იმის შესახებ, რომ C ჰეპატიტი შეუძლებელია ჰქონდეს ადამიანს, რომელსაც არაფერი აწუხებს და თავს სრულიად ჯანმრთელად გრძნობს.
მაია ბუწაშვილის განმარტებით, C ჰეპატიტი წლების განმავლობაში შეიძლება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და ინფიცირებულ ადამიანს არავითარი ჩივილი არ ჰქონდეს. შესაბამისად, C ჰეპატიტის დიაგნოზის დასმის ერთადერთი გზა ლაბორატორიული დიაგნოსტიკაა.
კიდევ ერთი მითი, რომელზეც მაია ბუწაშვილი ამახვილებს ყურადღებას: 
სხვა მითების/რეალობის შესახებ ინფორმაციას ვრცლად სპეციალურ ფეისბუქგვერდზე C ჰეპატიტი • Hepatitis C გაეცნობით.
ინფექციის მატარებელთა გამოვლენის მიზნით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და მის რეგიონულ განყოფილებებში უფასო სკრინინგი მიმდინარეობს. ამასთან, მოქალაქეები ხშირად ინტერესდებიან, სად უნდა მიმართონ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად და სამკურნალოდ.
გთავაზობთ იმ სამედიცინო დაწესებულებების სიას, რომლებიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ემსახურებიან პაციენტებს:
თბილისი:
- შპს “ჰეპატოლოგიური კლინიკა ჰეპა”-(ლუბლიანას N18/20)
- შპს “ნეოლაბი” - (ტაშკენტის N47)
- სს “ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის 
ცენტრი” – (ალ.ყაზბეგის N16)
- შპს “მრჩეველი”- (ალ. ყაზბეგის გამზ. N9)
- შპს პირველი საავადმყოფო სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი - 
(ბახტრიონის N10ა)
- შპს „გლობალმედ“ - (ყიფშიძის N3ბ)
- აკადემიკოს ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა 
(რესპუბლიკური საავადმყოფო) - (ვაჟა-ფშაველას N29)
- შპს “ავერსი” – (ისანი, ნავთლუღის ქ.11/13)
-“ციტო” – (ზ.ფალიაშვილის N 40)
- მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა (ინგოროყვას კლინიკა) - (წინანდლის N9)
- კლინიკა "ენმედიცი" –(წინანდლის №9)
- შპს "ნიუ ჰოსპიტალი" – (კრწანისის N12)
- შპს „გერმანული კლინიკა“- (ფალიაშვილის № 83)
- შპს დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკა - (ფალიაშვილის N39ა)
- შპს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნაკომანიის პრევენციის ცენტრი - 
(ქავთარაძის N21ა)
ბათუმი
- შპს ,,ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და 
ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი“- (ჯ. ქათამაძის N11)
- სს “საზღვაო ჰოსპიტალი“ - (მელიქიშვილის N102 ბ)
ქუთაისი
- შპს ,,მულტიპროფილური ჰოსპიტალი მედქალ სიტი“ - (ფოთის ქ.N40)
- შპს ,,ლივერმედი“- (თამარ მეფის N26)
- ააიპ ,,იმერეთის განვითარების ცენტრი“- (რუსთაველის გამზ. N27 /
გრიშაშვილის მე-4 შესახვევი N9)
- შპს ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი “ჰერა” (ს.მესხის N67)
ზუგდიდი
- შპს „ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო“ (ონარია)
- C ჰეპატიტის მართვის ცენტრი- (დავით აღმაშენებლის N222)
რუსთავი:
-შპს ,,ქ. რუსთავის N1 დიაგნოსტიკური ცენტრი” (ოდიშარიას N19)
გურია
- შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი- (ლანჩხუთი, ჭანტურიას ქ N21)
გორი
- სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს 
თავდაცვის სამინისტროს
სამხედრო ჰოსპიტალი - (ჭავჭავაძის N56)
- შპს „გორმედი“ (ცხინვალის გზატკეცილი N14ა)
კახეთი
- სამედიცინო ცენტრი ,,კახეთი-იონი“- (გურჯაანი, რუსთაველის N22).

1tv.ge 

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment