Friday, August 4, 2017

საქართველოს შეიარაღებული ძალების 32-ე დაღუპული ჯარისკაცი ავღანეთში

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი, 25 წლის მდინარი საბას ძე ბებიაშვილი ავღანეთში დაღუპული 32-ე ქართველი სამხედრო მოსამსახურეა. 
ქართული ქვედანაყოფი ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში 2015 წლიდან მონაწილეობს. მისიას 870 სამხედრო მოსამსახურე ასრულებს. ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიამ ალიანსის ISAF-ის მისია 2015 წლის პირველ იანვარს ჩაენაცვლა. ამის შესახებ ნატოს ლიდერებმა გადაწყვეტილება ვარშავის სამიტზე მიიღეს. მისიის მიზანია ავღანეთის შეირაღებული ძალების წვრთნა და დახმარება. RSM-ში ნატოს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების 13 459 სამხედროა ჩართული. 2 აგვისტოს მისიაში ჩაერთო საქართველოს ||| ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი გერმანულ სამხედრო ბაზაზე გაიმართა. ||| ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული მისიაში 7 თვის განმავლობაში იმსახურებს. გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი ბრიგადის ამოცანა ოპერაციის რაიონის კონტროლი და სწრაფი რეაგირების დავალებების შესრულებაა. 
2012 წლის სექტემბერში საქართველოს წვლილი გაორმაგდა და ავღანეთში 1600-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. ქართველი სამხედროების ამოცანას ტერორიზმთან ბრძოლა, პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და მოძრავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობა წარმოადგენდა.
მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ნატო-ს წევრი სახელმწიფოებიდან ყველაზე მეტი სამხედრო აშშ-ს ჰყავს ავღანეთში გაგზავნილი, არაწევრებიდან კი, საქართველოს.
ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები - ლეიტენანტი მუხრან შუკვანი, პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე, კაპრალი ნუგზარ კალანდაძე, კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი, კაპრალი გიორგი ავალიანი, კაპრალი ვალერი ვერსკიანი, უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე, რიგითი გია გოგუაძე, სერჟანტი რეზო ბერიძე, კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი, კაპრალი შალვა ფაილოძე, კაპრალი ვალიკო ბერაია, კაპრალი რუსლან მელაძე, კაპრალი პაატა ქაჭარავა, სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე, კაპრალი გივი ფანცულაია, კაპრალი მინდია აბაშიძე, სერჟანტი გიორგი კიკაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე, კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, კაპრალი ვლადიმერ შანავა, კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე, რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი, კაპრალი გიორგი ადამოვი, პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი, რიგითი ბორის ჩუგოშვილი, პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი, პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი, რამაზ დავითაია მძიმედ დაიჭრა ავღანეთში 2012 წლის 20 ივნისს. გარდაიცვალა გორის სამხედრო ჰოსპიტალში 2015 წლის 8 ივნისს. ვასილ ყულჯანიშვილი, მტკიცე მხარდაჭერის მისიამდე, 2009 წლიდან საქართველო ჩართული იყო ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო ოპერაციაში.
1tv.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment