Tuesday, August 22, 2017

უფასო ფაკულტეტებისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობები უნივერსიტეტების მიხედვით

2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები დამტკიცდა.
2017-2018 სასწავლო წელს პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებებია:
  • ა) აგრარული მეცნიერებანი;
  • ბ) განათლება;
  • გ) ინჟინერია;
  • დ) მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;
  • ე) სოციალური მეცნიერებები;
  • ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებანი;
  • ზ) მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები.
პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებების ფარგლებში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ბაკალავრიატის იმ საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს, რომელზეც/რომლებზეც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად დააფინანსებს სახელმწიფო (შემდგომში – ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები), ასევე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს აღნიშნულ პროგრამებზე ადგილების რაოდენობას.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გამოყოფილი პროგრამული დაფინანსების წლიური მოცულობები განისაზღვრება შემდეგი ოდენობებით:
  • სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 2,756,250 ლარი;
  • სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – 4,275,000 ლარი;
  • სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 787,500 ლარი;
  • სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 2,182,500 ლარი;
  • სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 1,035,000 ლარი;
  • სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 450,000 ლარი;
  • სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 517,500 ლარი;
  • სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 720,000 ლარი.
პროგრამული დაფინანსების ფარგლებში გაცემული დაფინანსება უზრუნველყოფს სტუდენტის მიერ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთი სასწავლო წლის განმავლობაში საშუალოდ 60 კრედიტის (მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტის) ათვისებას არაუმეტეს 4 წლის განმავლობაში.
დეტალური ინფორმაცია 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების შესახებ იხილეთ დანართში. 

edu.aris.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment