Sunday, August 6, 2017

10 რამ რაც თქვენს ტვინზე უარყოფით გავლენას ახდენს


უძილობა - ეს მსოფლიო მასშტაბის პრობლემაა, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით ბოლო 100 წლის განმავლობაში ადამიანებმა ძილის ხანგრძლივობა 20%-ით შეამცირეს. მეცნიერთა განმარტებით უძილობის შედეგად ტვინის გარკვეული უჯრედები ე.წ. ნელი ძილის პროცესში გადადის, რაც თქვენს ტვინს სრულყოფილად მუშაობის საშუალებას უკარგავს.

საუზმეზე უარის თქმა - საკვების დილით მიღებას ორგანიზმის შრომისუნარიანობის გაზრდა შეუძლია. ეს არაპროფესიაონალის თვალისთვისაც კი ადვილი შესამჩნევია, რადგან საკვები ადამიანს საჭირო ენერგიას აძლევს.

შაქრის ნაკლებობა - ტვინისთვის აუცილებელია ტკბილი, განსაკუთრებით რეკომენდირებულია შავი შოკოლადი. თუმცა ზედმეტი არ უნდა მოგივიდეთ, რადგან ზედმეტი შაქარი თქვენი ორგანიზმის სხვა ნაწილებს მიაყენებს ზიანს.

სტრესი - ძლიერ ფსიქოემოციურ დაძაბულობას მივყავართ ნეირონებს შორის კავშირის გაწყვეტასა და მოვლენების მიზეზ-შედეგების გაგების გართულებამდე. ამასთან დაკავშირებული გახლავთ ნერვული აღზნებულობის შეგრძნება და ყველაფერი ხელიდან გეცლებათ. სტრესი აუარესებს მეხსიერებას და ადაბლებს ინტელექტუალურ პოტენციალს.

ანტიდეპრესანტები და ძილის წამლები - 
ზოგიერთი მათგანი იწვევს მეხსიერების გაუარესებას და ზოგჯერ ამნეზიასაც, ასევე ინტელექტის მოშლას (დადებილებას) და ფიქრებს სუიციდზე.

სიგარეტი - როდესაც მის მავნებლობაზე საუბრობენ პირველი ფილტვებისა და კბილების გაფუჭების ფაქტი ახსენდებათ, თუმცა სიგარეტი უარყოფით გავლენას ახდენს თავის ტვინზეც. ის ტვინისთვის საჭირო ნივთიერებების მიწოდებას აფერხებს და უფრო მეტიც, ზრდის ადამიანის ალცგეიმერის დაავადებით დასნეულების შანსებს.

მზე -
 მზის სხივების არასაკმარისი რაოდენობა ადამიანის ტვინზე უაროფით გავლენას ახდენს. პირველ რიგში ეს გამოწვეულია იმ ფაქტით რომ ულტრაფიოლეტი, რომელსაც მზის სინათლისგან ვიღებთ არეგულირებს სისხლის მიმოქცევას. მზის სხივები ასევე ხელს უწყობს სეროტონინის გამომუშავებას. სეროტონინი კი გახლავთ ჰორმონი რომელიც გავლენას ახდენს ადამიანს ხასიათზე.

წყალი -
 წყლის უკმარისობა ტვინის მოცულობას ამცირებს, რაც მის შრომის ნაყოფიერებაზე ახდენს გავლენას და მივყავართ ინფორმაციის დამახსოვრების უნარის განოლებამდე. ექიმები დღე-ღამის განმავლობაში საშუალოდ 2 ლიტრი წყლის მიღებას გვირჩევენ.

ჭარბი ინფორმაცია - ერთი შეხედვით ინფორმაციის მიღება ტვინის სავარჯიშო უნდა იყოს, თუმცა როგორც აღმოჩნდა მავნე ყოფილა.

მრავალფუნქციურობა - 
ეს ინფორმაციული სამყაროს კიდევ ერთი ანომალიაა. ადამიანი ტვინი იღებს ერთდროულად რამდენიმე დავალებას, ეს მისი მუშაობის რეჟიმზე უარყოფით გავლენას ახდენს. კერძოდ ტვინი იწყებს ფაქტების ზედაპირულად აღქმას, ის აღარ არის დაკავებული ერთი კონკრეტული ქმედებით, რომელსაც ჩაუღრმავდება, უბრალოდ ასრულებს რამდენიმე ფუნქციას და ისიც მხოლოდ ზედაპირულად, რაც შემდგომში ჩვევაში გადასდის.



მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment