Wednesday, August 23, 2017

ავარია გურიაში - დაღუპულია 5 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა გურიაში. სოფელ ჩიბათთან, სატვირთო ავტომობილს მისაბმელი მოწყდა და მსუბუქ ავტომობილს დაეცა, რამაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის არის ერთი მცირეწლოვანი. 
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტომობილში მჯდომი კიდევ ერთი მგზავრი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 
არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლი ყაზახეთის მოქალაქეა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
1tv.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment