Friday, August 11, 2017

ჯეჯელავას ახალი ინიციატივით, სკოლებში შრომის გაკვეთილები დაბრუნდება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ახალი ინიციატივის თანახმად, სკოლებში შრომის გაკვეთილები დაბრუნდება.
როგორც მან ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განმარტა, ეს იქნება მიბმული პროფესიულ განათლებასთან და მოსწავლეები იმავე საკითხებზე გააკეთებენ სწავლებისას აქცენტს, რა მიმართულებებიც პროფესიულ სასწავლებლებში ისწავლება.
„2017 წლის ოქტომბრიდან სკოლებში დაიწყება ახალი პროექტი -შრომითი უნარების განვითარების პროგრამა, რომელსაც პროფესიული კოლეჯები სკოლებთან თანამშრომლობით სკოლის ბაზარზე განახორციელებენ. შრომის გაკვეთილების დაბრუნებას ვგეგმავთ როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც. ეს ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას, პირველ რიგში. ვაპირებთ, ეს საქმე დავავალოთ პროფესიულ კოლეჯებს. გვინდა, რომ შრომის გაკვეთილები პროფესიულმა სასწავლებლებმა ჩაატარონ, რაც, თავის მხრივ, პროფესიული განათლების პოპულარიზაციაც იქნება. ეს იქნება ძალიან მრავალფეროვანი გაკვეთილები. ვაპირებთ, რომ რეგიონებში სოფლის მეურნეობის საკითხებიც შევიტანოთ. სკოლებში მოეწყობა მინიმალური ბაზა, სადაც საბაზო საფეხურის მოსწავლეებს მათთვის საინტერესო პროფესიის საბაზო უნარების შესაძენად პრაქტიკული გაკვეთილები ჩაუტარდებათ. აქამდე სკოლებსა და პროფესიულ სასწავლებლებს ასეთი ერთობლივი პროექტი არ ჰქონიათ.”, – განაცხადა მინისტრმა.
მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა
edu.aris.ge


მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment