Saturday, August 19, 2017

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მორიგ საგრანტო კონკურსს აცხადებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მომსახურების დეცენტრალიზაციის პროცესის ფარგლებში, მორიგ საგრანტო კონკურსს აცხადებს.
კონკურსის მიზანია, მცირე კონტინგენტიანი საჯარო სკოლების პრაქტიკოსი მასწავლებლების პროფესიული უნარების გაუმჯობესება საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვის კუთხით.
ცენტრის მიერ გრანტი გაიცემა შემდეგი თემატური მიმართულების მიხედვით – მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარება მცირე კონტინგენტიან სკოლებში.
საგრანტო კონკურსი ცხადდება ორ ლოტად:
  • ლოტი N1: “მასწავლებელთა პროფესიული უნარები სგანვითარება აღმოსავლეთ საქართველოს მცირე კონტინგენტიან სკოლებში”;
  • ლოტი N2: “მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარება დასავლეთ საქართველოს მცირე კონტინგენტიან სკოლებში”.
საგრანტო მიმართულებაზე ცენტრის მიერ განსაზღვრული საერთო ბიუჯეტი შეადგენს 265 000 ლარს.
კონკურსით შერჩეულმა ორგანიზაციამ, გრანტის ფარგლებში უნდა განახორციელოს პროფესიული განვითარების პროგრამა ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგ-მოდულის – “საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა, მართვა და შეფასება” მიხედვით.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ განათლების სფეროში მოქმედ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ან უკვე რეგისტრირებულნი არიან ცენტრის მიერ ადმინისტრირებად ელექტრონულ ბაზაში. უკვე რეგისტრირებული ორგანიზაციები ხელახალ რეგისტრაციას არ საჭიროებენ.
საგრანტო კონკურსში განაცხადების მიღება წარმოებს 2017 წლის 19აგვისტოდან 2017 წლის 11 სექტემბრის 12:00 საათამდე, ხოლო შერჩეული საგრანტო პროექტები უნდა განხორციელდეს 2017 წლის 2 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე პერიოდში.
რეგისტრირებულმა მომხმარებელმა საგრანტო განაცხადი უნდა შეავსოს და შესაბამისი დოკუმენტაცია ატვირთოს მხოლოდ ელექტრონული სახით.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2016 წლის ბოლოს დაიწყო მომსახურების დეცენტრალიზაციის პროცესი, რომლის ფარგლებში, საგრანტო კონკურსი უკვე მესამედ ცხადდება.
edu.aris.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment