Thursday, August 10, 2017

რის მიხედვით უნდა დაალაგოს აბიტურიენტმა პრიორიტეტული ჩამონათვალი

როგორც ცნობილია, 2017 წლის აბიტურიენტებს პირად გვერდზე ფაკულტეტების ცვლილება, დამატება და არჩევა 11 აგვისტოს 18:00 საათამდე შეუძლიათ.
რის მიხედვით უნდა დაალაგოს აბიტურიენტმა პრიორიტეტული ჩამონათვალი – უმაღლესების თუ პროგრამების? – ამ ტიპის კითხვას სვამს 2017 წლის აბიტურიენტთა უმეტესი ნაწილი.
როგორც EDU.ARIS.GE– ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუმარტეს, მიდგომა განსხვავებულია და შესაბამისადროგორც თავად მოისურვებენ ისე შეუძლიათ შეადგინონ პრიორიტეტული უმაღლესებისა და შესაბამისი ფაკულტეტების სია.
“როდესაც, ვთქვათ, აბიტურიენტს უწერია 5 უნივერსიტეტი ჩამონათვალში ქულების მიხედვით პირველივე პროგრამა რიგითობით რომელზეც მაქ ქულები ეყოფა იქ ჩაირიცხება, შესაძლოა მესამეზეც ეყოს, მაგრამ იქ აღარ განიხილება, რადგან მან დააკმაყოფილა პირველის მოთხოვნები და ჩარიცხულია იქ. ბავშვმა რომ გადაიფიქროს და თქვას – პირველზეც მოვხვდი და მესამაზეც და მესამე მირჩევნიაო, ასე ვერ იქნება, ის ირიცხება პირველივეში, რომელზეც კონკურსის მიხედვით ქულები ეყოფა”, – განმარტეს გამოცდების ცენტრში.
როგორ განისაზღვრება მითითებული პროგრამებიდან რომელზე უნდა ჩაირიცხოს აბიტურიენტი და თუ აბიტურიენტთა ქულები დაემთხვა ერთმანეთს, ვის მიენიჭება უპირატესობა:
თუ აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულები საკმარისი არ აღმოჩნდა მის მიერ მითითებული რეიტინგული ჩამონათვალის პირველ პროგრამაზე ჩასარიცხად, მაშინ განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი და ა. შ. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ჩაირიცხა რეიტინგული ჩამონათვალის  რომელიმე  პროგრამაზე,  მაშინ  რეიტინგულ  სიაში  მითითებულ  მომდევნო  პროგრამაზე  მისი ჩარიცხვის საკითხი აღარ განიხილება. კონკრეტულ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საკონკურსო ქულას და არა ამ პროგრამის რიგით ნომერს აბიტურიენტის რეიტინგულ ჩამონათვალში! საბოლოო სია იმ აბიტურიენტებისა, რომლებმაც მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება, განთავსდება ცენტრის ვებგვერდზე და დაიგზავნება შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. სიებისა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატის (ან მასთან გათანაბრებული საბუთის) საფუძველზე აბიტურიენტი  აფორმებს ხელშეკრულებას შესაბამის უმაღლეს სასწავლებელთან.  ხელშეკრულების გაფორმებით სრულდება უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის პროცესი.
რაც შეეხება ერთნაირი ქულების შემთხვევას: მაგალითად, კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე  არის  20  ადგილი.  ცხადია,  უნდა  ჩაირიცხოს საუკეთესო შედეგის მქონე 20 აბიტურიენტი, მაგრამ მე-20 პოზიციაზე აღმოჩნდა ორი ზუსტად ერთნაირი საკონკურსო ქულის მქონე აბიტურიენტი. ამ შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება მას, ვისაც უფრო მაღალი შეფასება ექნება პრიორიტეტულ გამოცდაში.
ამასთან, ცნობილია, რომ ელექტრონულ განაცხადში მითითებული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა შეზღუდულიაღარ არის. ამ ცვლილებამ დღის წესრიგიდან მოხსნა მეორადი ჩარიცხვების საჭიროება. შესაბამისად, თუ მეორად ჩარიცხვებში მონაწილეობას შესაძლებლად მიიჩნევდით, უმჯობესი იქნება, თავიდანვე მიუთითოთ ყველაპროგრამარომელზეც თქვენ მიერ არჩეული გამოცდები ბარდება.
edu.aris.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment