Wednesday, August 23, 2017

2017-18 სასწავლო წლის საშემოდგომო მობილობის შედეგები ცნობილია

2017-2018 სასწავლო წლის საშემოდგომო მობილობის შედეგები ცნობილია.
იხილეთ შედეგები
მობილობის მსურველ სტუდენტებს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი მიმართავს, რომ დაუყონებლივ მიმართონ მიმღებ უმაღლეს სასწავლებელს წერილობითი განცხადებით და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები. ცენტრის ინფორმაციით სტუდენტებმა აღნიშნული დოკუმენტაცია სასწავლებლებში  2017 წლის 23-24-25 აგვისტოს უნდა წარადგინონ.
რაც შეეხება მობილობის პროცესში გრანტის ერთი უმაღლესი სასწავლებლიდან მეორეში გადატანას:
1. დაუშვებელია გრანტის გადატანა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არააკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
2. დაუშვებელია ნაწილობრივი (30%, 50%, 70%) გრანტის გადატანა იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც სტუდენტის მიერ ნაწილობრივი გრანტის მოპოვების წელს ფინანსდებოდა მხოლოდ სრული (100%) გრანტით.
3. სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანა შესაძლებელია მხოლოდ იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე ან გრანტის მოპოვების წელს განსაზღვრულ პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში.
edu.aris.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment