Sunday, August 6, 2017

ავარია - დაღუპულია ერთი ადამიანი


ხობის რაიონის სოფელ ხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, ხოლო ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც საზოგადოებრივს თვითმხილველებმა განუცხადეს, სოფელ ხეთაში, ცენტრალურ გზაზე მიმდინარე სამუშაოებზე დასაქმებულები შედუღების სამუშაოებს ასრულებდნენ, ისინი ცეცხლის ნაპერწკლების თავიდან აცილების მიზნით, მოულოდნელად გზის სავალი ნაწილისკენ გადავიდნენ, რა დროსაც ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი ავტომობილი შეეჯახა.
ამ წუთებში, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

1tv.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment