Saturday, August 26, 2017

სერტიფიცირებულ დირექტორობის მსურველთა საყურადღებოდ!

გამოცხადდა ზოგიერთი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით, დირექტორთა შერჩევის კონკურსის მეორე ეტაპი -  დირექტორობის უფლების მქონე პირების მიერ თანხმობის განაცხადის ელექტრონული რეგისტრაცია.
თანხმობის განაცხდში დირექტორობის უფლების მქონე პირი უთითებს არაუმეტეს სამ საჯარო სკოლას, სადაც რომ წარდგენილი იქნეს.
ელექტრონული რეგისტრაციის და სავალდებულო დოკუმენტების წარდგენის ვადაა - 2017 წლის 25 აგვისტოდან - 2017 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით.
თანხმობის განაცხადს, ელექტრონულად თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი
  • ფოტოსურათი;
  • სამოტივაციო წერილი არაუმეტეს A4-ის ფორმატის ერთი გვერდის მოცულობით;
დირექტორობის უფლების მქონე პირების მიერ თანხმობის განაცხადში მითითებული საჯარო სკოლების დასახელების შეცვლის თარიღია - 2017 წლის 8 სექტემბერი.
საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი ცხადდება შემდეგ სკოლებში:

1 comment:

  1. საინტერესოა, რატომ არ არის სკოლების სიაში ის სკოლები, სადაც არასერტიფიცირებული დირექტორები ან/და მოვალეობის შემსრულებლები არიან? თუ ეს მხოლოდ თბილისის სკოლებს ეხება?

    ReplyDelete