როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 31 ივლისს, ქალაქ რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მდებარე ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ.ტ.-მ ძელის საშუალებით, რომელზეც დამაგრებული იყო ლურსმანი, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში სასტიკად სცემა დაბმულ ძაღლს. მიყენებულმა დაზიანებებმა ცხოველის სიკვდილი გამოიწვია.
პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებული დ.ტ.-სთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით უკვე მიმართა და 3000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე.
ipn.ge
No comments:
Post a Comment