Wednesday, August 23, 2017

გაამწვანე შენი უნივერსიტეტი

,,გაამწვანე შენი უნივერსიტეტი ‘’- ბსუ-ს ბიოლოგიისა და ეკოლოგიის მიმართულების სტუდენტებმა ფაკულტეტის ჰოლში ,,მწვანე ოთახი’’ მოაწყვეს. მაკულატურისა და მეორადი ტყავისაგან დამზადებული სკამები, მეორადი ხის პალეტების დივანი, თუნუქის დაპრესილი ქილების ქოთანი და სხვადასხვა ეკოლოგიურად სუფთა ნივთები სტუდენტთა თავისუფალი სივრცის მოსაწყობად პროექტის ,,გაამწვანე შენი უნივერსიტეტი’’ ფარგლებში დამზადდა. ,,მწვანე ოთახი’’ ახალი სასწავლო წლისთვის სტუდენტების ჯგუფმა ,,GREEN BSU-“მ მოაწყო. ახალგაზრდები CENN-ის პროექტის ,,ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში’’ ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ, რომელშიც საქართველოს რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტები მონაწილეობდნენ.

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment