Saturday, August 5, 2017

Facebook-ი „ფეიკების“ გამოვლენას „რეკომენდირებული ახალი ამბების“ ფუნქციით იწყებს

სოციალური ქსელი Facebook ე.წ. „ფეიკ-ნიუსებთან“ ბრძოლას „რეკომენდირებული ახალი ამბების“ ფუნქციით იწყებს. 
როგორც თავად კომპანიაში იტყობინებიან, სიახლე მომხმარებლის ახალი ამბების დაფაზე გამოჩნდება და ექნება ფუნქცია, რომ ესა თუ ის ახალი ამბავი არასანდოობის შემთხვევაში დაარეპორტონ. ინფორმაციები, რომელსაც სოციალური ქსელის მომხმარებლები ჩათვლიან „ფეიკებად“, გადამოწმდება არა მხოლოდ ავტომატურ რეჟიმში, არამედ გადამოწმდება დამოუკიდებელი „ფაქტჩეკერების“ მხრიდანაც. მსგავსი ტიპის ფუნქციის ჩაშვება ამ ეტაპზე აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიასა და ნიდერლანდებში მოხდება.

როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს სოციალურმა ქსელმა დააანონსა, რომ მუშაობდა სერვისზე „ფეიკ-ნიუსებთან“ საბრძოლველად, რომელიც მომხმარებლებს თავად მისცემდა საშუალებას, „მოენიშნათ“ არასანდო ინფორმაციები. 
bpn.ge


მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment