ვაჟა-ფშაველას პირველ ჩიხში, საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე დღეს დილით გაჩენილი ხანძრის შედეგად, დაახლოებით 50 კვ.მ. ფართია დამწვარი. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. ამის საზოგადოებრივს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს.
ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
საზოგადოებრივის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. სავარაუდოდ აღნიშნული მიზეზით, ხანძარი ვაჟა-ფშაველას გამზირზე გუშინაც გაჩნდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მომხმარებლებიც წერდნენ.
1tv.ge
No comments:
Post a Comment