Wednesday, August 23, 2017

გიორგი მღებრიშვილი - ბელარუსის ვერტმფრენი იმდენად ეფექტურია, რომ რომელ ობიექტზეც იმუშავა, იქ ხანძარი პრაქტიკულად ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ამ ეტაპზე ქარი ართულებს. 
როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, დაკვამლიანება საკმაოდ ძლიერია.

„დილით განვაცხადე, რომ იყო იდეალური ამინდი იმისთვის, რათა ცეცხლის ლოკალიზაცია მოგვეხერხებინა, მაგრამ ქარის გარეშე, დაახლოებით სამი სააათით მუშაობის საშუალება მოგვეცა. 10:00 საათზე ამოვარდა ძლიერი ქარი. ახლა გვაქვს ის მოცემულობა, რომ ასეთი ძლიერი ქარი არც გუშინ და არც გუშინწინ ყოფილა, რაც ძალიან ართულებს ხანძრის ქრობის პროცესს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მთელი ძალებით ჩართულები ვართ ხანძრის ლოკალიზაციის პროცესში“, - განუცხადა მღებრიშვილმა ტელეკომპანია „იმედს“.

მისივე თქმით, ხანძრის ქრობის პროცესში დილიდანვე ჩართულია ვერტმფრენები.

„ბელარუსის მხარის მიერ გამოგზავნილი ვერტმფრენი არის ძალიან დიდი. მას სჭირდება განსაკუთრებული პირობები წყლის ასაღებად და ხაშურში, მთებში ტბიდან იღებს ის წყალს. საათში დაახლოებით, 2-3-ჯერ ახდენს ის წყლის დასხმას ხანძარზე, მაგრამ იმდენად ეფექტურია მისი მუშაობა, რომ რომელ ობიექტზეც იმუშავა, იქ ხანძარი პრაქტიკულად, ლიკვიდირებულია“, - განაცხადა მღებრიშვილმა. 
ipn.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment