Sunday, October 1, 2017

პიკემ ბარსელონას რეფერენდუმზე ხმა მისცა

კატალონიური „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების მცველმა ჟერარპიკემ ბარსელონას რეფერენდუმზე ხმა მისცა. ამის შესახებ ცნობილმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა.
როგორც გაირკვა, ბარსელონას დამოუკიდებლობის შესახებ მიმდინარე გამოკითხვაში პიკემ საკუთარი პოზიცია ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
ცნობილია, რომ 30 წლის ფეხბურთელი ცნობილია, კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფის მომხრეა. მან თავისი მხარდაჭერა დღესაც დააფიქსირა.
"მე უკვე მივეცი ხმა. ჩვენ ერთად შეუჩერებლები ვართ." - წერს პიკე თავის ოფიციალურ "თვითერზე."
პიკეს პოზიციას იზიარებს „მანჩესტერ სიტის“მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა. მან ხმა ფოსტის მეშვეობით მისცა. გვარდიოლა კატალონიის ერთ-ერთ პროვინციაშია დაბადებული.
"დადგა დემოკრატიის დღე. ჩვენ ყველას გვარწმუნებენ, რომ ეს უკანონოა, მაგრამ ასე არ არის. ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩვენ გვინდა არა დამოუკიდებლობა, არამედ, ხმის უფლება. კატალონიის პარლამენტს სურს, იცოდეს - უნდა თუ არა ხალხს გარდაქმნები. დრო იცვლება. კატალონიელი ხალხი ითხოვს სიტყვას და ამ მიზნის მისაღწევად ამაზე უკეთესი ხერხი არ არსებობს“, - განაცხადა გვარდიოლამ Sport.es-თან კომენტარში. 
რეფერენდუმი კი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.ესპანეთის პოლიციამ და სამოქალაქო გვარდიამ კატალონიის რეფერენდუმისთვის განკუთვნილი კატალონიაში 2,315 საარჩევნო უბნიდან, 1,3 ათასამდე დაბლოკა, ხოლო საარჩევნო ურნების და ბიულეტინების ჩამორთმევა დღეს დილიდანვე დაიწყო, რაც პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. დაშავებულია 38 ადამიანი.
კატალონიის რეფერენდუმი პარალელურად მადრიდში ქვეყნის ერთიანობის მომხრეთა აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები კატალონიის მეთაურის კარლეს პუიჩდემონის დაპატიმრებას მოითხოვენ. კატალონიაში რეფერენდუმის ჩატარების მოწინააღმდეგეები მადრიდში გუშინაც შეიკრიბნენ. "მე ესპანელი ვარ“, „ესპანეთი ერთიანია“ სკანდირებნენ ისინი.
კატალონიაში კი რეფერენდუმის მომხრეებმა გასულ ღამით იმ სკოლების შენობები დაიკავეს, სადაც დღეს კენჭისყრა უნდა ჩატარდეს. 
კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება 7 სექტემბერს მიიღო. 
რეფერენდუმზე მოსახლეობა გადაწყვეტს - უნდათ თუ არა რეგიონის დამოუკიდებლობა. რეფერენდუმი ესპანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, შეჩერებულიყო ყველა პროცესი, მაინც ტარდება. ესპანეთის ხელისუფლება ამ რეფერენდუმს უკანონოს უწოდებს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment