ახმეტაში ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღეს აღნიშნავენ. დილიდან ქალაქის ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილია იმიტირებული უსაფრთხო ქალაქი. საგამოფენო სივრცეში შს სამინისტროს, თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროების თემატური პავილიონებია განთავსებული.
დაინტერესებულ მოსახლეობას საშუალება აქვს C ჰეპატიტზე სპეციალური კვლევა ჩაიტაროს. მოზარდებისთვისთვის საბავშვო გასართობი კუთხეა მოწყობილი. დღევანდელი დღე გალა კონცერტით დასრულდება. დღესასწაული ახმეტელებს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შს მინისტრის მოადგილემ დავით ვარდიაშვილმა მიულოცეს.
დღეს,1 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოწამეების, ბიძინა ჩოლოყაშვილისა და ქსნის ერისთავების - ელიზბარისა და შალვას ხსენებას აღნიშნავს.
ქართველი დიდგავროვნები ბიძინა ჩოლოყაშვილი, ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავები მოწამეობრივად 1661 წელს აღესრულნენ.
imedienews.ge
No comments:
Post a Comment