Sunday, November 11, 2018

Amazon-ი Apple-ის პროდუქციას შუამავლების გარეშე გაყიდის

Amazon-მა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც თავის ვებგვერდზე მომხმარებლებს Apple-ის პროდუქტის უფრო ფართო არჩევანს შესთავაზებს და გაყიდის, მათ შორის ახალ iPad Pro-ს, iPhone XR-ს, iPhone XS-ს, Apple Watch Series 4-ს და სხვა პროდუქტებს. ინფორმაციას Cnet-ი ავრცელებს.
აქამდე Amazon-ზე მხოლოდ Mac სერიის ლეპტოპები და Apple-ის ყურსასმენები იყიდებოდა. მართალია კომპანიის სხვა პროდუქციაც იყო წარმოდგენილი, თუმცა მათ თავად Amazon-ი კი არა, არამედ შუამავალი მაღაზიები ყიდდნენ. 
Amazon-Apple-ის შეთანხმებით, პროდუქციის ყიდვას შეძლებენ დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, იაპონიისა და ინდოეთის მოქალაქეები.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment