Sunday, November 11, 2018

ლაშა ჟვანია გრიგოლ ვაშაძეს: გაწი ხელები ეკლესიისგან

პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციური ჯგუფის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის დღეს, ბერა იავნიშვილის ჯვრისწერასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალური ქსელში ეხმიანება.
"ამას ნამდვილად გამოლოცვა ჭირდება... ამდენი ცრუპენტელობა? კვლავ ეკლესიაზე?!
გაწი ხელები ეკლესიისგან, ცეცხლია, დაიწვები!. მანდ დაიწვა შენი იდეოლოგი და მმართველი!",-წერს ლაშა ჟვანიასაქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა ბერა ივანიშვილმა ჯვარი დაიწერა.  ჯვრისწერის ცერემონია სვეტიცხოველში გაიმართა. გრიგოლ ვაშაძემ ჯვრისწერის შესახებ განაცხადა, რომ ოლიგარქის შვილის ქორწილის გამო, მთელი მცხეთა ევაკუირებულია და სვეტიცხოვლიდან მლოცველები გამოყარეს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment