Sunday, November 11, 2018

დედამიწას მკვდარი კომეტა უახლოვდება

11 ნოემბერს დედამიწას ასტეროიდი 2015 TB145 მოუახლოვდება, რომელიც ფორმით, თავის ქალას ჰგავს. ამის შესახებ Space.com-ი იუწყება.
ციური სხეული ჩვენს პლანეტას 38 მილიონ კილომეტრის დაშორებით ჩაუვლის.
ასტეროიდმა დედამიწას 2015 წელსაც ჩაუფრინა, თუმცა მაშინ დაშორების მანძილი გაცილებით ნალები - 480 ათასი კილომეტრი იყო და მასზე დაკვირვება სამოყვარულო ტელესკოპებითაც გახდა შესაძლებელი
ასტრონომები 2015 TB145-ს „მკვდარ“ კომეტად მიიჩნევენ. ის, თავისი ზომებისა და დედამიწასთან სიახლოვის გამო, პოტენციურად სახიფათო ობიექტად ითვლება, თუმცა, უახლოეს 100 წელიწადს ასტრონომები მისგან საფრთხეს არ მოელიან
imedinews.ge

No comments:

Post a Comment