Monday, November 12, 2018

რა წერია ზურაბიშვილისა და მისი შვილებისადმი გაგზავნილ მუქარის შემცველ შეტყობინებებში

ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერი, დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატსა და მის შვილებს 9, 10 და 11 ნოემბერს მუქარის შემცველი შეტყობინებები გაუგზავნეს.
როგორც შეტყობინებების შინაარსიდან ირკვევა, ზურაბიშვილს და მის შვილებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და სიცოცხლის ხელყოფითაც ემუქრებიან.
"შუბლს გაგიხვრიტავ, თქვენს სისხლს დავლევ", - წერია ერთ-ერთ შეტყობინებაში. 1tv.ge-მ სალომე ზურაბიშვილსა და მის შვილებთან გაგზავნილი მესიჯების "სქრინშოტები" გაავრცელა, რომელიც პარტიიდან მიაწოდეს. არსებობს ამავე შინაარსისა და უცენზურო სიტყვების შემცველი აუდიოჩანაწერიც, რომელსაც მუქარის ავტორი სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთ შვილს უგზავნის.დღეს სალომე ზურაბიშვილის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ თქვა, რომ მუქარის განმახორციელებელი პირები იდენტიფიცირებულები არიან, ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ზურაბიშვილს ემუქრება უკრაინაში იბრძვის. 
სალომე ზურაბიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment