Monday, November 12, 2018

მაღალმთიან დასახლებაში სოციალური დახმარება შესაძლოა უფრო მეტმა ადამიანმა მიიღოს

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებები მომზადდა, რომლის მიხედვითაც მაღალმთიან დასახლებაში სოციალური შეღავათით შესაძლოა უფრო მეტმა ადამიანმა ისარგებლოს. ცვლილებების პროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარადგინეს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
ცვლილების თანახმად, სოციალური შეღავათი უნდა ჰქონდეთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს, ასევე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში დასაქმებულ იმ პირებს, ვისთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ეს ადამიანები სახელფასო შემოსავლის ოდენობის 35-პროცენტიან დანამატს მიიღებენ. მათი რაოდენობა კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, 4800-ია. შესაბამისად, ცვლილებებს გავლენა ექნება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
4 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონში ცვლილებები იგეგმება, რომლის მიხედვითაც, მაღალმთიანის სტატუსის გარეშე დარჩენილმა სოფლებმა კანონით გათვალისწინებული შეღავათებით შესაძლოა მაინც ისარგებლონ.
ოქტომბერში კი გაცხადდა, რომ მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებლებისთვის პენსია 240 ლარამდე იზრდება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment